საქართველოს პადელის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისათვის მზადება დაიწყო

პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები პადელში ევროპის თასზე იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება, რაც საქართველოს მსგავს, დამწყებ ქვეყნებს საშუალებას მისცემს საკვალიფიკაციო ეტაპზე თავისი დონის ქვეყნების ნაკრებებს დაუპირისპირდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულმა შემადგენლობამ ფიზიკური მომზადების ვარჯიშები უკვე დაიწყო. ამ მიმართულებით საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია ივიკო ერგემლიძის სავარჯიშო ცენტრთან, „ივიკოს ქეიჯი“ ოფიცილურად თანამშრომლობს. პირველი ვარჯიში 2 მაისს გაიმართა, ნაკრების მომავალი წევრები 2 ჯგუფში გადიან წინასწარ მომზადებას და მომავალ მწვრთნელთან ტაქტიკური და ტექნიკური ვარჯიშების დასაწყებად ემზადებიან.
ევროპის უმაღლეს საკონტინენტო ტურნირში — FIP Euro Padel Cup — მონაწილეობას 66 ეროვნული ნაკრები მიიღებს. შეჯიბრის პირველი და მეორე ეტაპების ორგანიზატორები არიან პადელის საერთაშორისო ფედერაცია და Padel Europe, ესპანეთის პადელის ფედერაციასთან (FEP) ერთად. აღნიშნული ეტაპები მადრიდში, Padel G24 კლუბში, 7-13 ივლისს ჩატარდება.
ეს მაჩვენებლები ცხადად ასახავს პადელის განვითარებას და ევროპული ქვეყნების მზარდ ინტერესს ტურნირში მონაწილეობის მიმართ: მამაკაცთა ტურნირზე 36 ეროვნული გუნდი იასპარეზებს, ხოლო ქალთა ტურნირზე - 30 გუნდი. ეს მონაცემები 15-ით მეტია 2024 წლის FIP ევროპის ჩემპიონატთან შედარებით (ფინალური ეტაპი გაიმართა კალიარიში) და 37-ით მეტია 2021 წლის მარბელას ტურნირთან შედარებით.
ეს მზარდი ტენდენცია მხოლოდ ევროპული არ არის — ის გლობალურია: 2018 წლიდან 2024 წლამდე FIP მსოფლიო ჩემპიონატზე რეგისტრირებული ეროვნული გუნდების რაოდენობა 51-დან 98-მდე გაიზარდა.
მამაკაცთა ტურნირის ახალი გუნდებია: ანდორა, კვიპროსი, საქართველო, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, რუმინეთი და სლოვაკეთი.
ქალთა ტურნირის ახალწვულები კი არიან: ანდორა, ბულგარეთი, კვიპროსი, საქართველო, საბერძნეთი, ირლანდია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა და რუმინეთი.
FIP Euro Padel Cup-ის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
ფაზა 1 (მადრიდი, 8-10 ივლისი):
მონაწილეობენ ეროვნული გუნდები, რომლებიც ავტომატურად არ დაიშვებიან ფაზა 2-ში ან მერვედ ფინალებში (FINAL 8) FIP-ის რეიტინგის საფუძველზე.
მამაკაცთა ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 21 გუნდი (ოთხი ოთხ-ოთხ გუნდიანი და ერთი ხუთ გუნდიანი ჯგუფები);
ქალთა ტურნირში — 14 გუნდი (ორი სამ ჯგუფიანი და ორი ოთხ ჯგუფიანი გუნდები).
თითოეული ჯგუფის გამარჯვებულები გადავლენ მე-2 ფაზაში.
ფაზა 2 (მადრიდი, 11-13 ივლისი):
მონაწილეობს 16-16 (მამაკაცთა და ქალთა) ეროვნული ნაკრები, რომლებიც ოთხ ჯგუფში განაწილდებიან ოთხ-ოთხ გუნდად. ამ ეტაპზე შეერთდებიან ფაზა 1-დან გასული გუნდები და ის გუნდები, რომლებიც პირდაპირ მოხვდნენ ფაზა 2-ში.
თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავა მერვედ ფინალებში (FINAL 8).
FINAL 8:
FIP-ის რეიტინგის ოთხი საუკეთესო გუნდი ავტომატურად გადის ფინალურ ეტაპზე. მათ უერთდება ფაზა 2-დან გასული ოთხი გუნდი.
საუკეთესო 8 ფინალისტი გუნდი იბრძოლებს 2025 წლის FIP Euro Padel Cup-ის კონტინენტური ტიტულისთვის.
ფინალური ეტაპის დრო და ადგილი უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
FIP Euro Padel Cup 2025-ში მონაწილე ფედერაციების სრული სია:
ანდორა
ბელგია
ბულგარეთი
ხორვატია
კვიპროსი
ჩეხეთი
დანია
ესტონეთი
ფინეთი
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
დიდი ბრიტანეთი
საბერძნეთი
უნგრეთი
ირლანდია
იტალია
კოსოვო
ლიტვა
ლუქსემბურგი
მოლდოვა
მონაკო
მონტენეგრო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
სან მარინო
სლოვაკეთი
სლოვენია
ესპანეთი
შვედეთი
შვეიცარია
თურქეთი
უკრაინა