GNPF 2025 წლის სეზონის ღია ტურნირების სერიის პირველი ტური დასრულდა

News

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, GNPF 2025 წლის სეზონის ღია ტურნირების სერიის პირველი ტური, 22 აპრილს დაიწყო და 27 აპრილამდე გაგრძელდა. ტურნირი ფედერაციის წევრ კლუბებში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ფინალური მატჩები რადიო ქალაქში, GymBreez-ში გაიმართა.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა 66-მა კაცებისა და 20-მა ქალების გუნდმა მიიღო.

ქალების ფინალურ მატჩში მონიკა სითათაშვილისა და ქეთო ბენიძის წყვილი ანუკა ჩიტიშვილისა და მარიამ კუპრეიშვილის წყვილს დაუპირისპირდა, შედეგად კი პირველი ტურის გამარჯვებული წელსაც მონიკასა და ქეთოს წყვილი გახდა.

კაცების ფინალურ მატჩში კი ნიკოლოზ დავლიანიძემ და ალექსანდრე დავლიანიძემ ლაშა-გიორგი კიკვიძე და ირაკლი მეტრეველი დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციამ 2025 წლის საშეჯიბრო სეზონში ღია ტურნირების პირველი ტურ ჩაატარა და ახლა გუნდური ლიგის დაწყებისათვის ემზადება.