ლიბერთი ბანკი აგრძელებს საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერას

ლიბერთი ბანკმა და საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ პარტნიორობა გააგრძელეს.
ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს პადელის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში, სპორტის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას.
ლიბერთი ბანკი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კერძო ბანკია, რომელიც 1994 წელს დაარსდა. ლიბერთი ბანკი გამოირჩევა საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი ფილიალების ქსელით, რაც საშუალებას აძლევს მას ყოველდღიურად მოემსახუროს დაახლოებით 1.6 მილიონ მომხმარებელს. ბანკი ფოკუსირებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ საბანკო მომსახურებაზე, რაც მოიცავს სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს.ლიბერთი ბანკი ასევე აქტიურად არის ჩართული კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაში, მხარს უჭერს სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ინიციატივებს, მათ შორის საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციას.
დეტალური ინფორმაცია: www.libertybank.ge