საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედრაციამ მრჩეველთა საბჭოსთან რიგით მეორე შეხვედრა გამართა

News

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია და მრჩეველთა საბჭო 5 დეკემბერს მეორედ შეიკრიბა. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი - ქეთევან ყიფიანი და სპორტული მენეჯრები დათი ყიფიანი და ჯიმი მიქელაძე გაუძღვნენ.

მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრაზე ფედერაციის წარმომადგენლებმა პირველი სეზონი კიდევ ერთხელ შეაჯამეს და ვრცლად მიმოიხილეს 2025 წლის მიზნები, გეგმები და შესაბამისი ბიუჯეტი. საქართველოს პადელის ეროვნული ფედერეციას 2025 წელს დატვირთული სეზონი ექნება, როგორც ლიგებით, ასევე ღია ტურნირებით ზრდასრულებისა და მოზარდებისათვის. ასევე იგეგმება საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა, მათ შორის საქართველოში მასპინძლობის ფორმატშიც. 2025 წელს იგეგმება სამუშაო ძალის გაძლიერებაც, შესაბამისი სამსაჯო და სამწვრთნელო გადამზადების პროგრამებით, ვორქშოპებითა და მენტორული სესიებით.

მომდევნო შეხვედრა ივლისის თვეშია ჩანიშნული, სადაც საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია და მრჩეველთა საბჭო მიმდინარე სეზონს განიხილავენ და წლის წრილში არსებულ მიზნებსა და გეგმებს გადახედავენ.  

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის მრჩეველთა საბჭოს საპატიო წევრები არიან:

გიორგი კერესელიძე - ეკონომისტი, ისტერნ პრომოუშენსის დამფუძნებელი და დირექტორი;

თეიმურაზ ქურხული - ეკონომისტი - მონტენეგროს საპატიო კონსული;

ლევან გუდიაშვილი -  ფინანსისტი - „აჭარა ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი;

გიორგი ყიფიანი - ყოფილი ფეხბურთელი; საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი;

მარიამ ბებიაშვილი - მარკეტერი - ბრენდ სტრატეგი;