ICMG და FIP - ის ოფიციალური განცხადება

News

 

ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო თამაშების კომიტეტმა (ICMG) და პადელის საერთაშორისო ფედერაციამ (FIP) პადელი მე-20 ხმელთაშუა ზღვის თამაშების ძირითად პროგრამაში შეიტანესაღნიშნული თამაშები ტარანტოში, იტალიაში, 2026 წლის 21 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე გაიმართება.

 

ეს გადაწყვეტილება, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მასშტაბური კონსულტაციების და პადელის მზარდი გავლენისა და პოპულარობის შეფასების საფუძველზე მიიღეს. სწორედ პადელის სწრაფმა ზრდა და პოპულარობა განაპირობა ICMG-ს ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ ორგანიზაციის ვალდებულებია იზრუნოს სპორტული პროგრამის მოდერნიზაციაზე.

პადელი დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, იზიდავს ყველა ასაკისა და სქესის მოთამაშეებს. 26 მონაწილე ქვეყანაში 32,000-ზე მეტი პადელის კორტი და 9.5 მილიონზე მეტი აქტიური მოთამაშე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პადელის კლუბებისა და კორტების თითქმის 50% ამ ქვეყნებში მდებარეობს, ხოლო FIP-ის მსოფლიო რეიტინგში სპორტსმენების 51% ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან მოდიან.

ICMG და FIP უკვე თანამშრომლობენ ტარანტო 2026-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, რათა უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ტურინირი იტალიაში, პულიას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას. პადელის ტურნირი ღია იქნება ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის (NOC), სადაც თითოეულ ქვეყანას შეეძლება წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი მამაკაცის წყვილი, ორი ქალის წყვილი და ერთი შერეული წყვილი. ტურნირი, სავარაუდოდ, 5-7 დღგაგრძელდება, ზუსტი თარიღები მოგვიანებით გამოცხადდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის წამყვანი სპორტსმენები.

ICMG-ის პრეზიდენტმა, დავიდე ტიცანომ, სიხარულით განაცხადა პადელის ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო თამაშებში ჩართვის შესახებ: „პადელი ასახავს ხმელთაშუა ზღვის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ხასიათს: ეს არის სპორტი, რომელიც აერთიანებს ხალხს, ხელს უწყობს სოციალურ ურთიერთობებს და წარმოადგენს დინამიურ და თანამედროვე დისციპლინას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პადელი იქნება ტარანტო 2026-ის პროგრამის ნაწილი და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გაამდიდრებს თამაშების გამოცდილებას ყველა მონაწილისთვის. “

FIP-ის პრეზიდენტმა, ლუიჯი კარარომ, დასძინა: „ეს არის ისტორიული მომენტი პადელისთვის და მისი მნიშვნელობის აღიარება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ ICMG-თან და ტარანტო 2026-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, რათა ჩავატაროთ დაუვიწყარი ტურნირი, რომელიც შთამაგონებელი იქნება მომავალ თაობებათვის. “

პადელის ჩართვა ტარანტო 2026-ის პროგრამაში ხაზს უსვამს სპორტის მზარდ პოპულარობას და მნიშვნელობას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს მისი გლობალური აღიარებისკენ.

წყარო: პადელის საერთაშორისო ფედერაცია (FIP)