პადელის საერთაშორისო ფედერაციამ (FIP) ახალი ფორმატის, FIP ევრო პადელის თასის შექმნის შესახებ განაცხადა.

News

პადელის საერთაშორისო ფედერაციამ (FIP) ახალი ფორმატის, FIP ევრო პადელის თასის შექმნა დააანონსა, რომელიც ევროპული ეროვნული ფედერაციებისთვისაა განკუთვნილი. ეს კონტინენტური გუნდური ტურნირი პადელის ევროპული ჩემპიონატების ნაწილია და აგრძელებს მის ტრადიციას, რათა დააკმაყოფილოს ევროპულ ქვეყნებში მონაწილეობის მზარდი მოთხოვნა. FIP ევრო პადელის თასის მიზანია მეტი ქვეყნის ჩართვა მსგავს ტურინრებში და სპორტსმენებისთვის, ეროვნული ნაკრების მაისურით, საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის შესაძლებლობის მიცემა.

FIP-ის პრეზიდენტმა, ლუიჯი კარარომ, აღნიშნა: „FIP ევრო პადელის თასი პადელის მნიშვნელოვანი ზრდის ნიშანია და პასუხობს იმ მაღალ მოთხოვნას, რომელიც ბოლო წლების მუშაობის შედეგია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიზანი იყო მისწრაფებისა და ჩართულობის ზრდა ამ სპორტში, რომელიც დღეს გლობალურ მოვლენად ითვლება. ეროვნულ ფედერაციებთან თანამშრომლობით, ჩვენ მივაღწიეთ პადელის ზრდა უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში, რის შედეგადაც ამაღლდა თამაშის დონე, შესაბამისად კი მივიღეთ კონტინენტურ ღონისძიებებში მონაწილეობის მზარდი მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა შეჯიბრებების, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის, ფორმატების გადახედვა. ეროვნული ნაკრების მაისური მოთამაშეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, სწორედ ამიტომ FIP ევრო პადელის თასი მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება. “

FIP ევრო პადელის თასი მიზნად ისახავს, საერთაშორისო დონეზე, მეტი ქვეყნის და სპორტსმენის ჩართვით, პადელის პოპულარობის და ჩართულობის ზრდას ევროპაში.

წყარო: პადელის საერთაშორისო ფედერაცია (FIP)