პადელის ქართველმა მოთამაშეებმა FIP RISE-ის ტურნირზე იასპარეზეს

News

პადელის ქართველმა მოთამაშეებმა FIP RISE-ის ტურნირზე იასპარეზეს

 

პადელის ქართველი მოთამაშეები, ნეაპოლში, პადელის საერთაშორისო ფედერაციის FIP RISE-ის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშნენ.

 

ქეთევან ბენიძ და მონიკა სითათაშვილი პირველივე მატჩში, ორ სეტში, 6:1; 6:0;ესპანელ და იტალიელ მოწინააღმდეგეებთანლიერე ურიარტე მედინასა და მატილდე მინელისთან დამარცხდნენ. ალექსანდრე და ნიკოლოზ დავლიანიძეებმა ესპანელი მოთამაშეების დიეგო ალბერტო ლოზანო მედინასა და პედრო ხოსე პერეზ დურანის წყვილს, პირველი სეტი 6:4 მოგეს, თუმცა შემდგომ ორ სეტში 4:6; 3:6;, დამარცხდნენირაკლი მეტრეველისა და ლაშა-გიორგი კიკვიძის გუნდი იტალიელ ოპონენტებთან - ჯუზეპე ფედერიკოსა და მანფრედო პირონესთან ორ სეტში - 6:1; 6:1 დამარცხდა, ხოლო რევაზ მათითაშვილის და ანდრეა ანთაძის გუნდმა, იტალიელ და ესპანელ მოწინაარმდეგეებთან - მატეო ვივიანოსა და ალბერტო ამადორ კასტელანოსთან 6:0; 6:1 წააგო.

 

ტურნირი 20 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ პადელის ქართველი მოთამაშეები პირველად იღებდნენ მონაწილეობას პადელის ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირში, რაც მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ დავლიანიძეებისა და მეტრეველი, კიკვიძის წყვილები ასპარეზობას პერუჯაში,  FIP RISE-ის მორიგ ტურნირზე გააგრძლებენ, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყება და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ ტურნირების სერია 2024 წლის აპრილში დაიწყო. გამარჯვებული წყვილები ფედერაციის ეგიდითა და ჩვენი პარტნიორების ევროპა-ბეთ სპორტის, ლიბერი ბანკის, მაკრონ სპორტს ჰაბ თბილისისა და კაპიტან პლიუსის მხარდაჭერით აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ. 

 

2024 წელის სეზონში საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ეგიდით  ტურნირების სერიის შვიდი ტური ჩატარდა. ტურნირებში მონაწილეობას იღებდენენ როგორც ქალები, ასევე კაცები. თითოეული ტურნირის შემდეგ მოთამაშეების განახლებული რეიტინგი დგებოდა. 2024 წლის სეზონი ფედერაციამ შემაჯამაბელი მე-7 ტურით დახურა და ახლა 2025 წლის ლიგის ორგანიზებისათვის ემზადება.