ქართველი პადელის მოთამაშეები ნეაპოლში, პადელის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირზე - FIP RISE-ზე გაემგზავრნენ

News

პადელის ქართველი მოთამაშეები, ქეთევან ბენიძისა და მონიკა სითათაშვილის, ალექსანდრე და ნიკოლოზ დავლიანიძეების, ირაკლი მეტრეველის და ლაშა-გიორგი კიკვიძისა და რევაზ მათითაშვილის და ანდრეა ანთაძის წყვილები ნეაპოლში, პადელის საერთაშორისო ფედერაციის FIP RISE-ის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირი 20 ნოემბრიდან 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ პადელის ქართველი მოთამაშეები პირველად იღებენ მონაწილეობას პადელის ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირში.

ქეთევან ბენიძისა და მონიკა სითათაშვილის და ალექსანდრე და ნიკოლოზ დავლიანიძეების წყვილები საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ტურნირების სერიის გამარჯვებულები გახდნენ და ფედერაციის ეგიდითა და ჩვენი პარტნიორების ევროპა-ბეთ სპორტის, ლიბერი ბანკისა და მაკრონ სპორტს ჰაბ თბილისის მხარდაჭერით საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ. ასევე, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციისა და პარტნიორების გადაწყვეტილებით კაცებში მეორე ადგილზე გასული - ირაკლი მეტრეველი და ლაშა-გიორგი კიკვიძეც შეუერთდნენ პირველ ადგილზე გასულ წყვილებს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელის სეზონში საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ეგიდით  ტურნირების სერიის შვიდი ტური ჩატარდა. ტურნირებში მონაწილეობას იღებდენენ როგორც ქალები, ასევე კაცები. თითოეული ტურნირის შემდეგ მოთამაშეების განახლებული რეიტინგი დგებოდა. 2024 წლის სეზონი ფედერაციამ შემაჯამაბელი მე-7 ტურით დახურა და ახლა 2025 წლის ლიგის ორგანიზებისათვის ემზადება.