პადელის საერთაშორისო ფედერაცია Ryder Cup-ისა და Laver Cup-ის ფორმატის ახალ კონტინენტთაშორის შეჯიბრს 2025 წელს დაიწყებს

· ახალი მნიშვნელოვანი ტურნირი, რომელშიც ამერიკისა და ევროპის საუკეთესო და დამწყები მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
· საპრიზო ფონდი 700,000 ევრო თანაბრად განაწილდება კაცებსა და ქალებზე.
· ტენდერები საშეჯიბრო ადგილების, ბრენდინგის, გაშუქებისა და პარტნიორობის მიმართულებით მალე გამოცხადდება.
· პადელის გლობალიზაცია და სწრაფი ზრდა აძლიერებს FIP-ის ამბიციას გახდეს ოლიმპიური თამაშების წევრი.
2024 წლის 11 ნოემბერს – პადელის საერთაშორისო ფედერაციამ (FIP) ახალი კონტინენტთაშორისი თასის დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული შეჯიბრი წარმოადგენს Ryder Cup-ისა და Laver Cup-ის ანალოგს პადელში და ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება, სადაც ამერიკისა და ევროპის საუკეთესო და დამწყები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრისათვის სპორტული თვალსაზრისით საუკეთესო ადგილმდებარეობის შერჩევა მალე დაიწყება და პირველი შეჯიბრი 2025 წელს გაიმართება.
2024 წლის FIP-ის მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდული წარმატების შემდეგ, ახალი შეჯიბრი, რომლის სახელი ჯერ ცნობილი არ არის, წარმოაჩენს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს და ასევე შექმნის ახალ შესაძლებლობებს იმ ქვეყნების მოთამაშეებისათვის, სადაც პადელი ჯერ განვითარებადი სპორტია, რათა დროულად გახდნენ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტის ნაწილი. აღნიშნული ახალი ფორმატი ასევე მიანიშნებს პადელის მზაობაზე გახდეს ოლიმპიური თამაშების წევრი, რადგან FIP-ის ქოლგის ქვეშ პადელის სწრაფი დემოკრატიზაცია და პროფესიონალური განვითარება ასახავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღირებულებებს და ეხმიანება სპორტის განვითარების თანამედროვე პრინციპებს.
კაცებსა და ქალებს შორის ტურნირები პარალელურ რეჟიმში გაიმართება – უპრეცედენტო 700,000 ევროს საპრიზო ფონდით, რომელიც თანაბრად განაწილდება გამარჯვებულ გუნდებს შორის. რეკორდული საპრიზო ფონდი იმის ნიშანია, რომ პროფესიონალური პადელი იზრდება და ვითარდება საერთაშორისო დონეზე.
შეჯიბრს ამერიკისა და ევროპის სხვა და სხვა ქალაქები უმასპინძლებენ, რაც პადელს გააცნობს იმ ქვეყნების მოსახლეობას, სადაც ეს სპორტი განვითარებად საფეხურზეა. ტენდერები, ადგილმდებარეობის, ბრენდინგის, გაშუქებისა და პარტნიორობის მიმართულებებით მალე გამოცხადდება.
FIP-ის პრეზიდენტმა ლუიჯი კარარომ, რომელიც ოქტომბერში ხელახალი საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს, განაცხადა:
„ახალი კონტინენტთაშორისი თასის ფორმატი პასუხობს პადელის უპრეცედენტო გლობალურ პოპულარობასა და ახალ ტურნირებზე მზარდ მოთხოვნას, როგორც პადელის არსებულ, ასევე ახალ გულშემატკივრებში, მოთამაშეებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებში.
„2024 წლის FIP-ის პადელის მსოფლიო ჩემპიონატის წარმატება და Premier Padel-ის პროფესიონალური ზრდა ადასტურებს, რომ პადელმა სწრაფად მოიპოვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტის სტატუსი, და ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ახალი კონტინენტთაშორისი ტურნირი, მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ პადელის განვითარებაში – განსაკუთრებით ახალ რეგიონებში.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ტურნირის დაწყებას მომავალ წელს და უკვე ვიცით, თუ რამხელა მოთხოვნა იქნება პადელის Ryder და Laver Cup-ი ანალოგი შეჯიბრის მაპინძლობასა და მასთან პარტნიორობაზე, რაც, თავისთავად, ხელს უწყობს პადელის გლობალიზაციის პროცესს და გვაახლოვებს იმ მიზანთან, რომ, რაც შეიძლება მალე, გახდეს პადელი ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი.“
წყარო: პადელის საერთაშორისო ფედერაცია.
ბმული: https://goto.now/JaV1Z