სპეფ-ის ორგანიზებით შეჯიბრების სერიის რიგით მეშვიდე ტურნირი ჩატარდა

News

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ტურნირების სერიის მე-7, შემაჯამებელი ტური, 19 ოქტომბერს დაიწყო და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდა. შემაჯამებელი ტურნირი ფედერაციის წევრ კლუბში - „ჯიმ ბრიზში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წინა ტურნირებისაგან განსხვავებით შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ რეიტინგში მყოფმა პირველმა 64-მა კაცმა და 32-მა ქალმა მოთამაშემ მიიღო.

ქალების ფინალურ მატჩში მონიკა სითათაშვილისა და ქეთო ბენიძის წყვილი ეკა ბოკუჩავასა და ლეონორ როთესის წყვილს დაუპირისპირდა, შედეგად კი შემაჯამებელი ტურის გამარჯვებული ისევ მონიკასა და ქეთოს წყვილი გახდა.

კაცების ფინალურ მატჩში კი ნიკოლოზ დავლიანიძემ და ალექსანდრე დავლიანიძემ ლაშა-გიორგი კიკვიძე და ირაკლი მეტრეველი დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციამ 2024 წლის საშეჯიბრო სეზონში ტურნირების ექვსი ტური და მეშვიდე შემაჯამებელი ღონისსძიება ჩაატარა და ახლა გამარჯვებული წყვილების საერთაშორისო ტურნირზე გასაგზავნად ემზადება.

ქალების ჩემპიონი გუნდი ისევე, როგორც კაცების პირველ და მეორე ადგილოსანი გუნდები პადელის საერთაშორისო ტურნირში FIP Rise - ში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც იტალიაში, ნეაპოლში 19 - 25 ნოემბერს გაიმართება.