საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტ-ფესტში მიიღო მონაწილეობა

News

საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ წელს პირველად სპორტ-ფესტში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი დედაენის ბაღში 21 და 22 სექტემბერს გაიმართა და მასსი მონაწილეობა მიიღეს, როგორც სპორტულმა ფედერაციებმა, ასევე კლუბებმა და სხვა ორგანიზაციებმა. სპორტული ფესტივალის მიზანია ერთ სივრცეში, რაც შეიძლება მეტი, სპორტული ორგანიზაციისა და დაინტერესებული მხარის გაერთიანება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია ფესტივალზე სახალისო აქტივობებით წარსდგა და გამარჯვებულები წევრი კლუბების ვაუცერებითა და პადელის აქსესუარებითაც დააჯილდოვა.