საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია Padel Europe-ის წევრი გახდა
პადელის საერთაშორისო ფედერაციის (FIP) მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატს პადელში, პადელის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ლუიჯი კარარო და 31 ქვეყნის ფედერაციის (სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ბელგია, ჩეხეთი, ვატიკანი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, ირლანდია, იტალია, კოსოვო, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, მონაკოს სამთავრო, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, სან-მარინო, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა, უნგრეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი საერთო ძალისხმევითა და გადაწყვეტილებით, FIP-ის ქოლგის ქვეშ ახალი კონტინენტური ორგანიზაცია - "Padel Europe" დაარსდა.
Padel Europe-ი ესპანეთში, პადელის, როგორც კონტინენტურ, ასევე მსოფლიო დონეზე, გაძლიერების მიზნით შეიქმნა. FIP-ის პრეზიდენტმა ლუიჯი კარარომ „Padel Europe“-ის დაარსებასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი FIP-ის წევრ ევროპულ ქვეყნებს, რომ შემოურთდნენ ამ ინიციატივას. „Padel Europe“ ერთსულოვანებითა და საერთო მიზნების სახელით დაარსდა. ჩვენს მიერ მიღწეული მიზნები და ჩვენი სპორტის თვალსაჩინო ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პადელის საერთაშორისო ფედერაციის მიერ წამოწყებული ყოველი ახალი ინიციატივის, ჩვენი თანამოაზრეობისა და ურთიერთნდობის ნაყოფია.“
შეხვედრის დასასრულს, იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს "Padel Europe"-ის დაარსებაში, აღნიშნეს, რომ: "ახალი კონტინენტური ორგანიზაცია, რომელიც FIP-ის ფარგლებში დაფუძნდა, ღიაა ყველა იმ ევროპული ქვეყნის ფედერაციისთვის, რომელსაც სურს იყოს მისი ნაწილი. Padel Europe-ის მიზანია ევროპის წევრი ქვეყნების ძალისხმევის შემდგომი კოორდინაცია და პადელის გაძლიერება."
წყარო: FIP Padel