სპეფ-ის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შეხვდენენ
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი - ქეთევან ყიფიანი და სპორტული დირექტორი - დავით ყიფიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სპეფ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პადელის, ყველაზე მზარდი პოპულარობის მქონე სპორტის, აქტუალურობაზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
სპეფ-ის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ფედერაციის სტრატეგიულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც სტუდენტური ლიგის განვითარებასაც მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი კლუბი პადელ - ბადე თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში. გარდა თავისუფალი უნივერსიტეტისა, საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.
სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პადელში მასობრივობის გაზრდასა და ამ სპორტის განვითარებას, როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ დონეზე, საქართველოში.