პადელის ქართველი მოთამაშეები აზერბაიჯანის პადელის ფედერაციის ოფიციალურ ტურნირზე გაემგზავრნენ

News

სპეფ-ის ეგიდითა და ევროპაბეთისა და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, პადელის მოთამაშეების ორი წყვილი აზერბაიჯანის სპორტის სამინისტროსა და ჩოგბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ტურნირზე გაემგზავრა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ წყვლიები თურქეთიდან, ბულგარეთიდან და საუდის არაბეთიდან.

როგორც ალექსანდრე და ნიკოლოზ დავლიანიძეების წყვილმა, ასევე ლაშა აბაშიძისა და ლაშა-გიორგი კიკვიძის წყვილმა ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში მოიგეს და ნახევარფინალებში გავიდნენ. ლაშა აბაშიძისა და ლაშა-გიორგი კიკვიძის წყვილი ტურნირს ნახევარ-ფინალის წაგების შემდეგ გამოეთიშა, ხოლო სანდრო და ნიკოლოზ დავლიანიძეები ფინალურ მატჩში დამარცხდნენ და მეორე ადგილი მოიპოვეს.

ტურნირმა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობდა, სტარტი 31 მაისს აიღო, ხოლო დასკვნითი ფინალები 2 ივნისს ჩატარდა. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა ემსახურება, როგორც მონაწილეების განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერებას, ასევე რეგიონში პადელის განვითარების ხელშეწყობას.