სპეფ-ის მიერ ორგანიზებული მეორე ოფოციალური ტურნირი პადელ ბადეში ჩატარდა
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ტურნირების სერიის მეორე შეჯიბრი, 9-14 აპრილს, ფედერაციის ერთ-ერთ წევრ კლუბში - „პადელ ბადეში“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა კაცების 32-მა, ხოლო ქალების 14-მა გუნდმა მიიღო. ტურნირს ფედერაციის მიერ გადამზადებული ლიცენზირებული მსაჯები უძღვებოდნენ. კაცებში გამარჯვებულები სანდრო დავლიანიძე და დავით ბაბუნაშვილი გახდნენ, ხოლო ქალებში - მონო სითათაშვილი და ქეთო ბენიძე გახდნენ.
ჩატარებული ტურნირის შედეგების საფუძველზე, ოფიციალური რეიტინგები განხლდა და გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ფედერაცია 2024 წლის საშეჯიბრო სეზონში ტურნირების კიდევ 6 ტურს გეგმავს. მომდევნო ტურნირი 7-13 მაისს გაიმართება ფედერაციის წევრ კლუბში - ‘ჯიმ ბრიზი’ და რეგისტრაცია, პირველად, 64 კაცების, ხოლო 16 ქალების გუნდისთვის 2 მაისს გამოცხადდება. სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულებით, რეიტინგის საუკეთესო 64 კაცი და 32 ქალი მოთამაშე ოქტომბერში დაგეგმილ შემაჯამებელ ტურნირზე შეძლებს ასპარეზობას.
ტურნირის ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია, ბაბოლატ საქართველო, ტენე და წყალი ბაკურიანი.