სპეფ-ის მიერ ორგანიზებული მესამე ოფიციალური ტურნირი ჯიმ ბრიზში ჩატარდა
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ტურნირების სერიის მე-3 შეჯიბრი, 7-12 მაისს, ფედერაციის ერთ-ერთ წევრ კლუბში - „ჯიმ ბრიზში“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო ტურნირმა სტარტი 8 მაისს აიღო და ნახევარ-ფინალები და ფინალები 12 მაისის მაგივრად, 19 მაისს ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა კაცების უპრეცედენტო რაოდენობამ, 64-მა, ხოლო ქალების 13-მა გუნდმა მიიღო. ტურნირს ფედერაციის მიერ გადამზადებული ლიცენზირებული მსაჯები უძღვებოდნენ. კაცებში გამარჯვებულები უკვე მეორედ, სანდრო დავლიანიძე და დავით ბაბუნაშვილი გახდნენ, ხოლო ქალებში ისევ მონო სითათაშვილი, ამჯერად ახალ მეწყვილესთან, ლიზა წოწორიასთან ერთად.
ჩატარებული ტურნირის შედეგების საფუძველზე, ოფიციალური რეიტინგიები განხლდა და გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ფედერაცია 2024 წლის საშეჯიბრო სეზონში ტურნირების კიდევ 5 ტურს გეგმავს. მომდევნო ტურნირი 4-9 ივნისს გაიმართება ფედერაციის წევრ კლუბში - ‘პადელ აილენდი’. რეგისტრაცია 28 მაისს გამოცხადდება, ხოლო კენჭისყრა 31 მაისსაა დაგეგმილი. როგორც კენჭისყრის, ასევე დასკვნითი მატჩების ტრანსლაციას, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ჩვენი Youtube არხის მეშვეობით.
სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულებით, რეიტინგის საუკეთესო 64 კაცი და 32 ქალი მოთამაშე ოქტომბერში დაგეგმილ შემაჯამებელ ტურნირზე შეძლებს ასპარეზობას.
ტურნირის ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ -
ევროპაბეთი,
ლიბერთი ბანკი,
თბილისის მერია,
ბაბოლატ საქართველო,
ტენე,
წყალი ბაკურიანი.
აღსანისნავია, რომ ევროპაბეთი და ლიბერთი ბანკი საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ოფიცილაური პარტნიორები გახდნენ.