სპეფის მიერ ორგანიზებული პირველი ოფოციალური ტურნირი პადელის აკადემიაში ჩატარდა

News

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ტურნირების სერიის პირველი შეჯიბრი, ფედერაციის ერთ-ერთ კლუბში - „პადელის აკადემია“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 80-მდე მოთამაშემ მიიღო, როგორც კაცებმა ასევე ქალებმა. ტურნირს ფედერაციის მიერ გადამზადებული ლიცენზირებული მსაჯები განსჯიდნენ. კაცებში გამარჯვებულები სანდრო და ნიკოლოზ დავლიანიძე არიან, ხოლო ქალებში - ეკა ბოკუჩავა და ირინა მირიანაშვილი.

ჩატარებული ტურნირის შედეგების საფუძველზე, ოფიციალური რეიტინგები გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ფედერაცია 2024 წლის საშეჯიბრო სეზონში ტურნირების 8 სერიას გეგმავს. სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულებით, რეიტინგის საუკეთესო 64 კაცი და 32 ქალი მოთამაშე ოქტომბერში დაგეგმილ შემაჯამებელ ტურნირზე შეძლებს ასპარეზობას.

ტურნირის ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია, აჭარაბეთი, ბაბოლატ საქართველო, ტენე, წყალი ბაკურიანი.