საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის შეჯიბრებების სერია იწყება

News

2024 წლის მარტიდან GNPF-ი პადელის ტურნირების სერიის დასაწყებად ემზადება. ტურნირების სერია სტარტს 13 მარტს “Padel Academy“- ში აიღებს. ტურნირების სერია 16 ეტაპისგან შედგება და ჩატარდება საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის წევრ კლუბებში: “Padel Academy”, “Padel Bade”, “Padel Island”, და “GymBreeze”. ტურნირების სერია მოყვარულებისთვის ტარდება და მასში მონაწილეობა შეუძლია 16 წელს მიღწეულ ყველა მსურველს.

 

ტურნირის გამარჯვებულ წყვილს ინდივიდუალურად 125-125 ქულა მიენიჭებათ, ხოლო დამარცხებულ წყვილებს ყველა ეტაპზე მიენიჭებათ გარკვეული ქულების რაოდენობა, რასაც იხილავთ ქულების სისტემის ვიზუალში. წლის განმავლობაში დაგროვილი ქულებით, რეიტინგის საუკეთესო 64 კაცი და 32 ქალი მოთამაშე შეძლებენ ოქტომბერში დაგეგმილ შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობას. 

 

შეჯიბრი გაიმართება ელიმინაციის სისტემით (Knockout System), რაც გულისხმობს წაგებისთანავე შეჯიბრიდან გამოთიშვას. მატჩები იქნება სამ სეტიანი და გეიმებში ფრეს შემთხვევაში ოქროს ქულის წესი გავრცელდება. მატჩები საშუალოდ გრძელდება 1-1.5 საათი. რეგისტრაცია გაიხსნება სპეფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტურის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე. შეჯიბრებების სერიის ტურების შესახებ ინფორმაციის მიღებას სპეფ-ის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.