საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ მსაჯების და მწვრთნელების გადამზადების პირველი ეტაპი დაასრულა
საქართველოს პადელის ეროვნულმა ფედერაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების კუთხით. ფედერაციამ გადაამზადა ოთხი სერტიფიცირებული მწვრთნელი და მსაჯი, რაც საქართველოში პადელის შეჯიბრებების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა პირველი დონის სამსაჯო და სამწვრთნელო გადამზადება, რომელიც მოიცავდა თეორიულ სემინარებს და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ნაწილს საერთაშორისო პადელის ფედერაციის (FIP), ყოფილი პრეზიდენტი დანიელ პატი უძღვებოდა. პრაქტიკული გადამზადება შედგებოდა ორი ნაწილისაგან, სამწვრთნელო მეთოდოლოგიის დემონსტრაციისა და სიმულირებული შეჯიბრისაგან – რომელიც საერთაშორისოდ აკრედიტებულმა სამწვრთნელო და სამსაჯო ინსტრუქტორმა, მარსელო ფაბიან გელიპტერ მაიდანიკმა ჩაატარა.
“სპეფ არის განვითარებაზე და მუდმივ წინსვლაზე ორიენტირებული, მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები რეგულარულად ხორციელდებოდეს რადგან კვალიფიციური კადრები გულისხმობს პადელის კულტურის განვითარებას საქართველოში” – დავით ყიფიანი, სპეფ-ის სპორტული დირექტორი.