საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF) საერთაშორისო პადელის ფედერაციის (FIP) წევრია

News

სპეფ-ის გენერალური მდივანი, ქეთევან ყიფიანი და ფედერაციის დამფუძნებელი, გეგა უგულავა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, რომში ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე მიიწვიეს. ასამბლეაზე ფედერაციისთვის წევრობის მინიჭების მოთხოვნა 13 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჰქონდა წარდგენილი. ხმის მიცემის შედეგად ერთხმად გადაწყდა, რომ საქართველოს პადელის ეროვნულ ფედერაციას მიენიჭა საერთაშორისო პადელის ფედერაციის წევრის სტატუსი. 

 

წევრის სტატუსი სპეფ-ს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში მათ შორის, FIP-ის საპრეზიდენტო არჩევნებში (ერთი ხმა), ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული განვითარების პროგრამები და გაიზიაროს სხვა ეროვნული ფედერაციების საუკეთესო გამოცდილება.